იბრაჰიმოვიჩს „ასტერიქსი და ობელიქსის“ ახალ ნაწილში გადაიღებენ - მის პერსონაჟს „ანტივირუსი“ ჰქვია #1TVSPORT
იბრაჰიმოვიჩს „ასტერიქსი და ობელიქსის“ ახალ ნაწილში გადაიღებენ - მის პერსონაჟს „ანტივირუსი“ ჰქვია #1TVSPORT

„მილანის“ შვედ ფორვარდს ზლატან იბრაჰიმოვიჩს კინოში გადაიღებენ.

როგორც გაზეთი „ეკიპი“ იტყობინება, 39 წლის ფეხბურთელს როლს მისცემენ ფილმში – „ასტერიქსი და ობელიქსი: აბრეშუმის გზა“. ზლატანის პერსონაჟის სახელია – ანტივირუსი.

იბრაჰიმოვიჩმა „ინსტაგრამში“ განათავსა გამოსახულება თავისი პერსონაჟის სახელით.

ფილმის პრემიერა 2022 წელს არის დაგეგმილი.