იბრაჰიმოვიჩმა სეზონი დუბლითა და უნიკალური მიღწევით გახსნა
იბრაჰიმოვიჩმა სეზონი დუბლითა და უნიკალური მიღწევით გახსნა

იტალიის სერია A-ს პირველი ტური „სან სიროზე“ „მილანისა“ და „ბოლონიას“ მატჩით დასრულდა. მასპინძლებმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლით 2:0 მოიგეს. შვედმა ფორვარდმა პირველ ტაიმში თავით გახსნა ანგარიში, მეორე ნახევარში კი პენალტი გამოიყენა.

38 წლის იბრაჰიმოვიჩი უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა – მას პროფესიულ დონეზე 23 სხვადასხვა სეზონში გაუტანია მინიმუმ ერთი გოლი. გარდა ამისა, სკანდინავიელს ოთხ სხვადასხვა ათწლეულში აქვს გატანილი გოლი ეროვნულ ჩემპიონატებში.

შარშანდელი სეზონის გათვალისწინებით, „მილანი“ ზედიზედ 15 ოფიციალური მატჩია არ მარცხდება – ეს სერია მოიცავს 11 მოგებას და ოთხ ფრეს.