იბრაჰიმოვიჩმა სეზონი დაასრულა #1TVSPORT
იბრაჰიმოვიჩმა სეზონი დაასრულა #1TVSPORT

„მილანის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამ სეზონში აღარ ითამაშებს სერია A-ში. ამის შესახებ დაწერა La Gazzetta dello Sport-მა. მიზეზი მუხლის ტრავმაა, რომელიც შვედმა იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურში მიიღო.

ამ სეზონში ფორვარდმა 27 ოფიციალური მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 17 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასი შეასრულა.

სერია A-ს დარჩენილი მატჩების გამოტოვება არ ნიშნავს იმას, რომ იბრაჰიმოვიჩი ვერ შეძლებს ევრო 2020-ზე თამაშს.