იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა
იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა

„მილანის“ შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმობიჩმა კომენტარი სეზონის ბოლოს საკუთარი კარიერის შესაძლო დასრულებაზე გააკეთა.

„შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერჯერობით არ ვიცი რა მინდა. იტალია ჩემი მეორე სახლია, სასიამოვნო იყო მაყურებლებით სასვსე „სან-სიროზე“ თამაში. იტალიაში ხომ ჭეშმარიტი ფეხბურთის მოყვარულები არიან, რაც მე ძალიან მაკლდა. მარტო საკუთარ თავზე და ფეხბურზე არ ვფიქრობ, ოჯახი და მომავალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცხოვრება მარტო კარიერა არაა, სხვა ბევრი კარგის გაკეთებაც შეიძლება. მინდა რამე ახალი ვისწავლო, გავხდე უფრო კარგი ადამიანი და ეს ყველაფერი გარშემომყოფებს გავუნაწილო“, – განუცხადა Svenska Dagbladet-ს იბრაჰიმოვიჩმა.