იბრაჰიმოვიჩმა მიმდინარე სეზონში პენალტი მესამედ ვერ გამოიყენა
იბრაჰიმოვიჩმა მიმდინარე სეზონში პენალტი მესამედ ვერ გამოიყენა

იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში „მილანი“ „ბოლონიას“ ესტუმრა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა – 1:2.

მილანელთა უპირატესობა გაცილებით დამაჯერებელი იქნებოდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩს 24-ე წუთზე „ბოლონიელთა“ კარში დანიშნული პენალტი რომ არ „გაეფუჭებინა“.

აღსანიშნავია, რომ „მილანისა“ იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა მიმდინარე სეზონში თერთმეტმეტრიანი მესამედ ვერ გამოიყენა.

სერია ა-ს სატურნირო ცხრილს 20 ტურის შემდეგ კვლავ „მილანი“ ლიდერობს და უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ „ინტერს“ ხუთი ქულით უსწრებს.