იბრაჰიმოვიჩმა „მილანთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა
იბრაჰიმოვიჩმა „მილანთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა

„მილანმა“ ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმების შესახებ ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან. 38 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

„ყოველთვის ვგრძნობდი თავს „მილანის“ ნაწილად, მაშინაც კი, როცა სხვა გუნდებში ვთამაშობდი. აქ ჩემს მიმართ პირველივე დღიდან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ.

მე აქ მოვედი იმის გამო, რომ „მილანი“ იმ დონეზე დავაბრუნო, რომელიც მას ისტორიულად ეკუთვნის. ვაკეთებ ყველაფერს, რათა დასახული მიზნები ავასრულო. მონდომებით უნდა ვიმუშაოთ, თუმცა ბოლო ექვს თვეში „მილანმა“ აჩვენა, რომ ჩვენ ყველაფერი გვაქვს მიზნის მისაღწევად.

თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჯერ არაფერი მოგვიგია. ჩემთვის მთავარი ამოცანა – მოგებაა. ამ სეზონში ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ“, – განუცხადა იბრაჰიმოვიჩმა საკლუბო ტელევიზიას.

გასულ სეზონში ზლატანმა სერია A-ს 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.