იბრაჰიმოვიჩმა „მილანში“ პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)
შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანში“ პირველი გოლი გაიტანა. ეს მოხდა ამხანაგურ მატჩში „როდენსეს“ წინააღმდეგ, რომელიც პრომოციონეს ლიგაში (რანგით მეექვსე დივიზიონი იტალიაში) თამაშობს. მატჩი „მილანმა“ 9:0 მოიგო.
იბრაჰიმოვიჩი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და დავიდე კალაბრიას პასის შემდეგ გაიტანა. გარდა ამისა, შვედის ანგარიშზე იყო საგოლე გადაცემა ჰაქან ჩალჰანოგლუზე. 38 წლის ფორვარდი შესვენებაზე შეცვალეს.
ზლატან იბრაჰიმოვიჩის ხელშეკრულება „მილანთან“ 2020 წლის ივნისამდე იქნება ძალაში და ავტომატურად გახანგრძლივდება, თუ სკანდინავიელი მატჩების 50 პროცენტს ჩაატარებს.
📽 Goals galore in the Rossoneri’s friendly match
Check out @Ibra_official’s “first” goal ⚽📽 Amichevole per i rossoneri
E primo gol per Ibra ⚽#SempreMilan pic.twitter.com/sT2tcxYyVH— AC Milan (@acmilan) 3 January 2020