იბრაჰიმოვიჩმა „მილანში“ დარჩენა გადაწყვიტა
იბრაჰიმოვიჩმა „მილანში“ დარჩენა გადაწყვიტა

„მილანის“ ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კიდევ ერთი სეზონით გადაწყვიტა იტალიურ კლუბში დარჩენა, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა „გაძეტა დელო სპორტმა“.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტზე ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ მხარეებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ გარიგება შედგება.

აღნიშნავენ, რომ კლუბში დარჩენის სურვილი თავად 38 წლის შვედმა გამოთქვა. ელოდებიან, რომ კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში, ზლატანი მომავალ სეზონზე ოთხ მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

იანვარში „მილანში“ გადასვლის შემდეგ, იბრაჰიმოვიჩმა სერია A-ში 19 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.