იბრაჰიმოვიჩმა „მილანის“ ვარჯიშზე სერიოზული ტრავმა მიიღო
იბრაჰიმოვიჩმა „მილანის“ ვარჯიშზე სერიოზული ტრავმა მიიღო

„მილანის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გუნდის ბოლო ვარჯიშზე დაზიანება მიიღო და იძულებული გახდა მინდორი დაეტოვებინა.

იტალიური პრესის ცნობით, შვედმა ტრავმა ჩქარი სირბილის დროს მიიღო. ფეხბურთელმა, სავარაუდოდ, კუნთი დაიზიანა, თუმცა, მოედანი სხვების დახმარების გარეშე დატოვა.

უახლოეს საათებში 38 წლის ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება. „მილანში“ შიშობენ, რომ იბრაჰიმოვიჩმა აქილევსის მყესი დაიზიანა და დიდი ხნით გამოვიდა მწყობრიდან. მოვლენათა ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ზლატანის ასაკის გათვალისწინებით, ეს ტრავმა შეიძლება მისი კარიერის დასასრულს ნიშნავდეს.