იბრაჰიმოვიჩმა მეკარესთან ჩხუბისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო (ვიდეო)

15:39, 18.05.2019

ჩრდილოამერიკული საფეხბურთო ლიგის (MLS) სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა „ლოს-ანჯელეს გელაქსის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

37 წლის შვედი ორ თამაშს გამოტოვებს იმის გამო, რომ „ნიუ-იორკ სიტისთან“ მატჩის 86-ე წუთზე მეკარეს ყელში წვდა. ეს ინციდენტი განიხილეს, როგორც ზლატანის მხრიდან ძალადობრივი ქმედება.

იბრაჰიმოვიჩი 10 მატჩში ცხრა გოლით ლიგის მეორე ბომბარდირია.

მსგავსი