იბრაჰიმოვიჩმა იტალიაში თამაში დაადასტურა
იბრაჰიმოვიჩმა იტალიაში თამაში დაადასტურა

„ლოს ანჯელეს გელაქსის“ ყოფილმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაადასტურა, რომ 2020 წლის იანვარში იტალიური კლუბის ფეხბურთელი გახდება. 38 წლის შვედს არ დაუზუსტებია – რომელ გუნდს შეუერთდება, მაგრამ ადრე პრესამ დარწმუნებით გამოაცხადა, რომ ზლატანი „მილანში“ გააგრძელებს კარიერას.

„მე შევუერთდები კლუბს, რომელიც უნდა დაბრუნდეს გამარჯვების გზაზე, უნდა განაახლოს ისტორია და იბრძოლოს ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ. მხოლოდ მე შემიძლია ვიპოვნო საჭირო სტიმულები, რათა ისევ გაგაკვირვოთ. ეს არ არის უბრალოდ გუნდის არჩევა – არსებობს სხვა ფაქტორები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის, ჩემი ოჯახის ინტერესები. მალე მიხილავთ იტალიაში“, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა GQ Italia-სთან კომენტარში.

ადრე იბრაჰიმოვიჩს უთამაშია „მილანში“ – 2010-12 წლებში.