იბრაჰიმოვიჩმა ინგლისში დაბრუნებაზე მიანიშნა
იბრაჰიმოვიჩმა ინგლისში დაბრუნებაზე მიანიშნა

„ლოს ანჯელეს გელაქსის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ძალიან იოლად ითამაშებდა ინგლისის პრემიერლიგაში.

„ჯერ ისევ მარტივად შემიძლია პრემიერლიგში გამოსვლა“, – განაცხადა გაზეთ „მირორთან“ (Mirror) კომენტარში იბრაჰიმოვიჩმა. – „თუ მე ვჭირდები „მანჩესტერ იუნაიტედს“, მაშინ მე აქ ვარ. თუმცა, ამჟამად „გელაქსის“ ვეკუთვნი და კონცენტრირებული ვარ ამაზე. დიდ სიამოვნებას ვიღებდი ევროპაში თამაშისგან. 33 ტიტული მოვიპოვე და იმედი მაქვს, შევძლებ აქ რაღაცის მოგებას. მაშინ ვნახავთ, სად დავარსულებ კარეირას“.

შვედს ამ სეზონში უკვე 20 გოლი აქვს გატანილი 21 მატჩში.