იბრაჰიმოვიჩმა „ჰამარბიუს“ აქციათა მეოთხედი შეიძინა
იბრაჰიმოვიჩმა „ჰამარბიუს“ აქციათა მეოთხედი შეიძინა

შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედური კლუბის „ჰამარბიუს“ თანამფლობელი გახდა.

გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე შეძენის მექანიზმის შესახებ წერია. კომპანია AEG, რომელიც ფლობს იბრაჰიმოვიჩის ყოფილ კლუბს „ლოს ანჯელეს გელაქსის“, „ჰამარბიუს“ აქციათა 47 პროცენტის მფლობელია. ზლატანმა შეიძინა კლუბის შვედური ფილიალის 50 პროცენტი და კლუბის დაახლოებით მეოთხედი აქციების მფლობელი გახდა.

„ჰამარბიუ ფანტასტიკური კლუბია აქტიური გულშემატკივრებით. ის დიდი პატივისცემით სარგებლობს სტოკჰოლმში და მთლიანად შვედეთში. მე ყოველთვის მომწონდა ეს გუნდი და მისი ფანები. შთამბეჭდავია კლუბის მიერ მიღწეული წარმატებები მინდორზე და მის ფარგლებს გარეთ. „ჰამარბიუსთან“ შეერთება და წინსვლა შესანიშნავია და გასართობი“, – თქვა ზლატანმა.

სტოკჰოლმის კლუბმა „ჰამარბიუმ“  შვედეთის 2019 წლის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.

MLS-ში კარიერის დასრულების შემდეგ, 38 წლის იბრაჰიმოვიჩი, ჯერჯერობით უკლუბოდაა.

ზლატანი შვედური „მალმიოს“ აღზრდილია და ამ გუნდის ფანებმა ფეხბურთელის არჩევანის გამო, დიდი უკმაყოფილება გამოხატეს.