იბრაჰიმოვიჩმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე დაასახელა - და ეს ზლატანი არ არის
იბრაჰიმოვიჩმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე დაასახელა - და ეს ზლატანი არ არის

„მილანის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ ბრაზილიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს რონალდოს მიიჩნევს.

„არ მგონია, რომ ფენომენ რონალდოს დამატებითი დახასიათება სჭირდება. ის სრულყოფილი მოთამაშე იყო. ყოველთვის ვამბობ – არიან ისეთები, ვინც ფეხბურთს თამაშობს და ისეთები, ვინც თავად არის თამაში. ჩემთვის რონალდო – ფეხბურთია.

ყველას უნდოდა ისე ეთამაშა ფეხბურთი, როგორც ამას ის აკეთებდა. მან სრულად შეცვალა ფეხბურთი თავისი მოძრაობით, დრიბლინგით, რომელსაც მე „ელვას“ ვუწოდებ. ჩემთვის სწორედ ის არის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე. და არავინ სხვა“, – განაცხადა 39 წლის შვედმა.