იბრაჰიმოვიჩის ტრავმასთან დაკავშირებით „მილანი“ განცხადებას ავრცელებს
იბრაჰიმოვიჩის ტრავმასთან დაკავშირებით „მილანი“ განცხადებას ავრცელებს

საფეხბურთო კლუბმა „მილანმა“ თავის ოფიციალურ საიტზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული ტრავმის შესახებ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. არსებობს იმის ალბათობა, რომ 38 წლის შვედი ფეხბურთელი დიდი ხნით დაემშვიდობოს მოედანს, რადგან მას ძველი დაზიანება გაუმიზეზდა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას აქილევსის მყესის ტრავმაც ჰქონდა, თუმცა ამას „მილანი“ არ ადასტურებს.

„კლუბი იტყობინება, რომ გუშინდელ ვარჯიშზე იბრაჰიმოვიჩმა მარჯვენა ფეხის კუნთის დაზიანება მიიღო. ამასთანავე, აქილევსის მყესი სრულებით არ არის დაზიანებული. რენტგენს მას 10 დღის შემდეგ გადაუღებენ“, – ნათქვამია კლუბის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის დროს იბრაჰიმოვიჩი სამშობლოში გაფრინდა, სადაც ერთ-ერთ ადგილობრივ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. იტალიაში ის 11 მაისს დაბრუნდა.