იბრაჰიმოვიჩის ხელფასი სეზონში შვიდი მილიონი ევრო იქნება

17:24, 26.08.2020

ზალტან იბრაჰიმოვიჩმა „მილანის“ ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ახალი ხელშეკრულების შესახებ იტალიური კლუბი ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოაცხადებს, – იუწყება Tuttomercatoweb.

გამოცემის ინფორმაციით, „მილანში“ იბრაჰიმოვიჩის მოთხოვნა გაითვალისწინეს და ახალი კონტრაქტის თანახმად, ფეხბურთელი სეზონში შვიდ მილიონ ევროს მიიღებს.

38 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ 2020 წლის იანვარში გადავიდა, ჩაატარა 20 მატჩი და 11 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი