იბრაჰიმოვიჩის აგენტი – ადრე ზლატანმა დამარტყა და ტკივილს დღემდე ვგრძნობ (ვიდეო)
ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა მინო რაიოლამ იხუმრა, რომ საკუთარი კლიენტის ეშინია. რაიოლას თქმით, ზლატანმა მას ადრე დაარტყა.
„ბოდიში ბიჭებო, მე დიდი პრობლემები მაქვს . . . იბრაჰიმოვიჩი მოდის! ადრე მან დამარტყა და ტკივილს დღემდე ვგრძნობ, – ამბობს „ტვიტერზე“ ატვირთულ ვიდეოში მინო რაიოლა. (ამ დროს იბრაჰიმოვიჩმა ჩამოიარა და საკუთარ აგენტს ხელი მსუბუქად, ხუმრობით დაარტყა) – აი, ხედავთ?! ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა!“ – თქვა რაიოლამ.
😬 “Sorry guys, but I’m in trouble…”
😂 “…Ibrahimovic is coming!”
😅 Mino Raiola knows you don’t mess with @Ibra_Official. pic.twitter.com/y3SN1Qvswt
— SPORF (@Sporf) February 15, 2020