იბრაჰიმოვიჩი უქმეებზე მილანში დაბრუნდება
იბრაჰიმოვიჩი უქმეებზე მილანში დაბრუნდება

„მილანის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი უახლოეს უქმეებზე დაბრუნდება იტალიაში და ორკვირიან კარანტინში იქნება იქამდე, სანამ გუნდთან ერთად ვარჯიშებს გააგრძელებს.

38 წლის ფორვარდი შვედეთიდან დაბრუნდება, სადაც იტალიის ჩემპიონატის შეწყვეტის შემდეგ გაემგზავრა. შვედეთში არ არის თვითიზოლაციის მკაცრი რეჟიმი, ამიტომაც იბრაჰიმოვიჩს შეეძლო „ჰამარბიუსთან“ ერთად ვარჯიში, რომლის თანამფლობელი გახლავთ.

ხუთშაბათიდან „მილანმა“ განაახლა საკლუბო ბაზაზე ინდივიდუალური ვარჯიშები, ამასთან, იცავდა სოციალურ დისტანცირებასა და უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს.

ამ სეზონში იბრაჰიმოვიჩმა „მილანის“ შემადგენლობაში 10 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.