იბრაჰიმოვიჩი - თქვენ დადიხართ, მე დავფრინავ #1TVSPORT
იბრაჰიმოვიჩი - თქვენ დადიხართ, მე დავფრინავ #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩში „მილანმა“ „ვერონას“ უმასპინძლა და უხვგოლიან შეხვედრაში 3:2 დაამარცხა.

მილანელთა 40 წლის თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც ტრავმა ცოტა ხნის წინ მოირჩინა, მოედანზე მხოლოდ 13 წუთი დაჰყო, მაგრამ გულშემატკივრებს თავი „მაკრატელათი“ დაამახსოვრა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ასაკის მიუხედავად შესანიშნავ ფორმაშია.

„თქვენ დადიხართ, მე დავფრინავ“, – დაწერა იბრაჰიმოვიჩმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე, მილანი-ვერონას მატჩის შემდეგ.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში „მილანი“  22 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს და უახლოეს მდევარს, „ნაპოლის“ (რომელსაც ერთი თამაში მარაგში აქვს) მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.