იბრაჰიმოვიჩი შეიძლება 12 იანვარს დაბრუნდეს
იბრაჰიმოვიჩი შეიძლება 12 იანვარს დაბრუნდეს

„მილანის“ ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის აღდგენა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს და შვედი შეიძლება მოედანზე 18 იანვარს, „კალიარისთან“ მატჩში დაბრუნდეს, – ამის შესახებ „ტუტოსპორტმა“ დაწერა.

39 წლის ფეხბურთელი უკვე დაბრუნდა „მილანის“ ბაზაზე და სამედიცინო შემოწმება გაიარა. ექიმებმა ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთეს დაზიანებულ კუნთთან დაკავშირებით. არსებობს იმის შანსიც, რომ იბრაჰიმოვიჩმა 12 იანვარს, იტალიის თასზე „ტორინოს“ წინააღმდეგ ითამაშოს.

2020-21 წლების სეზონში იბრაჰიმოვიჩმა ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.