იბრაჰიმოვიჩი სეზონის შემდეგ კარიერის დასრულებისთვის ემზადება
იბრაჰიმოვიჩი სეზონის შემდეგ კარიერის დასრულებისთვის ემზადება

„მილანის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში კარიერა დაასრულოს. გამოცემა „გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, 38 წლის შვედი მზად არის წავიდეს ფეხბურთიდან ამჟამინდელი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ.

იბრაჰიმოვიჩი იანვარში დაბრუნდა „მილანში“ და სეზონის ბოლომდე კონტრაქტს მოაწერა ხელი. მას შემდეგ, მან 10 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხი გოლი გაიტანა.

სერია A-ს შეწყვეტილ ჩემპიონატში „მილანი“ 36 ქულით მეშვიდე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 12 ქულით ჩამორჩება.