იბრაჰიმოვიჩი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს #1TVSPORT
იბრაჰიმოვიჩი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს #1TVSPORT

„მილანის“ ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც მუხლის ჯვარედინი მყესებისა და მენისკის ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ აღდგენით კურსს გადის, შესაძლოა, ამ სეზონის შემდეგ დაასრულოს კარიერა, – წერს გაზეთი Gazzetta Dello Sport-ი.

2022 წლის მაისში იბრაჰიმოვიჩმა ოპერაცია გადაიტანა მარცხენა მუხლზე, რის გამოც ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია. ვარაუდობენ, რომ 41 წლის შვედს მოუწევს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩების გამოტოვება „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ.

არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ იბრაჰიმოვიჩი კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს, მაგრამ დარჩება კლუბის სტრუქტურაში სამუშაოდ.