იბრაჰიმოვიჩი სამწვრთნელო კარიერას დაიწყებს
იბრაჰიმოვიჩი სამწვრთნელო კარიერას დაიწყებს

„მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე სეზონის შემდეგ ფეხბურთელის კარიერის დასრულებას აპირებს და შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობაზე გადაერთოს, – იტყობინება „სპორტ მედიასეტი“.

მიმდინარე სეზონზე შვედმა ფორვარდმა „მილანის“ მაისურით 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემის ავტორი გახდა.

იმ გუნდების სია, რომელშიც ზლატანს აქამდე უთამაშია, ასე გამოიყურება:

„მალმიო“, „აიაქსი“, „იუვენტუსი“, „ინტერი“, „ბარსელონა“, „პარი სენ-ჟერმენი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლოს ანჯელეს გალაქსი“.