იბრაჰიმოვიჩი საფრანგეთი-პარაგვაის მატჩზე – მე იქ ოთხ ან ხუთ წითელ ბარათს მივიღებდი #1TVSPORT

10:44, 05.07.2026

შვედეთის ნაკრების ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეაქო საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც არ წამოეგნენ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალის მატჩში პარაგვაის ნაკრების არცერთ პროვოკაციას.

„მე რომ ამ მატჩში მეთამაშა, ოთხ ან ხუთ წითელ ბარათს მივიღებდი. საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეებმა მოთმინება გამოიჩინეს, ინარჩუნებდნენ სიმშვიდეს და იღიმოდნენ.

ეს საუკეთესო რეაქციაა პროვოკაციებზე – გაიღიმო და არ წამოეგო“, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

მსგავსი