იბრაჰიმოვიჩი - ნუ მადარებთ მას, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია
იბრაჰიმოვიჩი - ნუ მადარებთ მას, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია

ზლატან იბრაჰიმოვიჩს ამერიკულ ლიგაში კონკურენტი გამოუჩნდა. ყოველ შემთხვევაში, თავად კონკურენტი და ზოგიერთი ჟურნალისტი ასე თვლიან.

ბოლო ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც ერთმანეთს „ლოს-ანჯელეს გელაქსი“ და „ლოს-ანჯელესი“ ხვდებოდნენ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შვედი ფორვარდი მექსიკელ კარლოს ველას შეადარა, რაზეც იბრაჰიმოვიჩმა უპასუხა, რომ მსგავსი შედარება მისთვის შეურაცხმყოფელია.

„ველა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მისი ჩემთან შედარება არ შეიძლება. ძალიან გთხოვთ, ნუ მაყენებთ შეურაცხყოფას. მე, სულ რომ გოლები ვერ გავიტანო, მაინც უკეთესი ვარ. კარლოს ველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი მასთან შედარება დიდი შეცდომაა“.

მოგვიანებით, იბრას ამ გამოსვლას თავად კარლოს ველაც გამოეხმაურა.

„რა მნიშვნელობა აქვს, რას იტყვის იბრაჰიმოვიჩი? ასაკი და მსგავსი თემები რომ დავივიწყოთ და სტატისტიკას შევხედოთ, მე დღეს საუკეთესო ვარ და ამაში ეჭვი არავის ეპარება“, – აცხადებს მექსიკელი.

ზემოთნახსენებ ლოსანჯელესურ დერბიში, რომელიც „გელაქსის“ გამარჯვებით, 3-2 დასრულდა, იბრაჰიმოვიჩმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, კარლოს ველამ კი დუბლი.