იბრაჰიმოვიჩი ნაკრებშია - შვედებმა ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT
იბრაჰიმოვიჩი ნაკრებშია - შვედებმა ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT

„მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში მიიწვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.  ეროვნულ გუნდში დაბრუნებას თვითონ ზალატან იბრაჰიმოვიჩიც გამოეხმაურა და ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 25 მარტს, სწორედ შვედეთთან გამართავს და დიდი ალბათობით, სკანდინავიელების 39 წლის ლეგენდარული თავდასხმელი ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ნაკრების ფორმით 117 მატჩი ჩაატარა და 62 გოლის ავტორი გახდა.

შვედეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: კარლ იოჰან იონსონი (კოპენჰაგენი), რობინ ოლსენი (ევერტონი), კრისტოფერ ნორდფელდტი (გენჩლერბირლიგი).

მცველები: პიერ ბენგტსონი (ვეილე), ანრდეას გრანკვისტი (ჰელსინგბორგი), ფილიპ ელანდერი (რეინჯერსი), ემილ კრაფტი (ნიუკასლი), მიკელ ლუსტიგი (აიკ), იოაკიმ ნილსონი (არმინია), ვიქტორ ლინდელოფი (მანჩესტერ იუნაიტედი), კარლ სტარფელტი (რუბინი), ლუდვიგ აუგუსტინსონი (ვერდერი).

ნახევარმცველები: იენს კაიუსტე (მიდტიულანდი), ემილ ფორსბერგი (ლაიპციგი), ვიქტორ კლაესონი (კრასნოდარი), ალბინ ეკდალი (სამპდორია), დეიან კულუშევსკი (იუვენტუსი), სებასტიან ლარსონი (აიკ), კრისტოფერ ოლსონი (კრასნოდარი), კენ სემა (უოტფორდი), მატიას სვანბერგი (ბოლონია).

თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი), მარკუს ბერგი (კრასნოდარი), ალექსანდერ ისაკი (რეალ სოსიედადი), იესპერ კარლსონი (ალკმაარი), რობინ ქუაისონი (მაინცი).