იბრაჰიმოვიჩი მლს-ის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია
იბრაჰიმოვიჩი მლს-ის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

„ლოს-ანჟელეს გალაქსის“ შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მლს-ის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

37 წლის სპორტსმენმა 2019 წლის სეზონში კლუბში დარჩენა გადაწყვიტა და მისი ხელფასი წელიწადში 7.2 მილიონი დოლარი იქნება. მანამდე ლიგის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი „ტორონტოს“ ფორვარდი სებასტიან ჯოვინკო იყო – 7.1 მილიონი დოლარი.

წინა სეზონში იბრაჰიმოვიჩმა „გალაქსის“ შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.