იბრაჰიმოვიჩი „მილანთან“ კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
იბრაჰიმოვიჩი „მილანთან“ კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს

„მილანის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იმედოვნებს, რომ იტალიურ კლუბში მომავალ სეზონშიც დარჩება.

გაზეთ „კორიერე დელო სპორტის“ ინფორმაციით, 39 წლის შვედის აგენტმა მინო რაიოლამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებების დაგეგმვა „მილანთან“ ახალი ხელშეკრულების თაობაზე.

ელოდებიან, რომ გადაწყვეტილებას გაზაფხულამდე არ მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ 2020 წლის იანვარში დაბრუნდა, აგვისტოში კი განაახლა ხელშეკრულება, რომელიც ამ სეზონის ბოლომდეა ძალაში.

ამ სეზონში იბრაჰიმოვიჩმა ორ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.