იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ თავის როლზე - მე ბრძანებებს ვიძლევი, დანარჩენები უსმენენ #1TVSPORT
იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ თავის როლზე - მე ბრძანებებს ვიძლევი, დანარჩენები უსმენენ #1TVSPORT

შვედეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა უპასუხა შეკითხვას „მილანში“ მისი ამჟამინდელი როლის შესახებ.

„ჩემი როლი? ყველაფერი მარტივია. მე ბრძანებებს ვიძლევი, დანარჩენები უსმენენ.

რა ხდება ჩემს არყოფნაში? როცა ლომი მიდის, მოდიან კატები, ხოლო, როცა ლომი ბრუნდება, კატები ქრებიან. პირველი დღიდან ვმუშაობ და მხოლოდ რამდენიმე დღე დავისვენე პირადი მიზეზების გამო“, – მოჰყავს იბრაჰიმოვიჩის სიტყვები იტალიელ ჟურნალისტს ჯანლუკა დი მარციოს.