იბრაჰიმოვიჩი კიდევ ერთი წლით გააგრძელებს კონტრაქტს „მილანთან“
იბრაჰიმოვიჩი კიდევ ერთი წლით გააგრძელებს კონტრაქტს „მილანთან“

შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გააგრძელებს „მილანში“ კარიერას.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელთან 2021 წლის ივნისამდე გააგრძელებს კონტრაქტს. ამ მომენტისთვის, სკანდინავიელის ხელშეკრულება „მილანთან“ 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

აღნიშნავენ, რომ თავად 38 წლის იბრაჰიმოვიჩსაც სურს „მილანში“ დარჩება და სერია A-ში თამაშის გაგრძელება.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ იბრაჰიმოვიჩი „მილანისგან“ წელიწადში 7.5 მილიონ ევროს ითხოვდა, კლუბი კი ხუთ მილიონს სთავაზობდა.

გასულ სეზონში ზლატანმა მილანურ კლუბში 20 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.