იბრაჰიმოვიჩი კარიერის დასრულებას არ აპირებს (ვიდეო)
იბრაჰიმოვიჩი კარიერის დასრულებას არ აპირებს (ვიდეო)

ზლატან იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტი „მილანთან“ მალე იწურება და ფეხბურთელის მომავალი ჯერ გაურკვეველია.

პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იბრაჰიმოვიჩი საფეხბურთო აგენტის საქმიანობას მიჰყოფა ხელს, მაგრამ ეს უკანასკნელი მოედნის დატოვებას არც ფიქრობს.

„თქვენ ფიქრობთ, რომ მე დავამთავრე და ჩემი კარიერა დასასრულს მიუახლოვდა? თქვენ მე არ მიცნობთ,  – დაწერა ფეხბურთელმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე. –  მთელი ცხოვრება ბრძოლაში გავატარე. ზოგიერთებს ჩემი გტეხვა სურდათ, მაგრამ მათ უფრო გამაძლიერეს. სხვები ჩემს გამოყენებას ცდილობდნენ და ამით უფრო ჭკვიანი გამხადეს. კარიერის დასრულება? მე ზალატან იბრაჰიმოვიჩი ვარ და ახლა ჯერ კიდევ ვხურდები“.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩით „ლიდსია“ დაინტერესებულია, რომელიც მომავალი სეზონიდან პრემიერლიგაში იასპარეზებს.

დატოვე კომენტარი