იბრაჰიმოვიჩი და რუნი MLS-ის სიმბოლურში მოხვდნენ [ვიდეო]
ჩრდილოეთ ამერიკის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ (MLS) წარმოადგინა 2018 წლის სეზონის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ლეგენდარული ფორვარდები – ზლატან იბრაჰიმოვიჩი და უეინ რუნი მოხვდნენ.
2018’s finest.
Meet the MLS #BestXI! pic.twitter.com/YneQzEJF1h
— Major League Soccer (@MLS) November 11, 2018
MLS-ის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება –
მაკარე – ზაკ სტეფენი (კოლამბუსი);
მცველები – კემარ ლოურენსი (ნიუ იორკ რედ ბულზი), აარონ ლონგი (ნიუ იორკ რედ ბულზი), ჩად მარშალი (სიეტლი);
ნახევარმცველები – ლუსიანო აკოსტა (დი სი იუნაიტედი), იგნასიო პიატი (მონრეალი), კარლოს ველა (ლოს ანჯელესი), მიგელ ალმირონი (ატლანტა);
ფორვარდები – ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ლოს ანჯელეს გელაქსი), უეინ რუნი (დი სი იუნაიტედი), ჯოზეფ მარტინესი (ატლანტა).