იბრაჰიმოვიჩი: ახლა ლოს ანჯელესში ღმერთი და მეფე ერთად იქნებიან

13:35, 02.07.2018

შეერთებული შტატების საფხებურთო ლიგის, MLS-ის კლუბის “ლოს ანჯელეს გელაქსის” ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი “ლოს ანჯელეს ლეიკერსში” NBA-ის ვარსკვლავის, ლებრონ ჯეიმსის გადასვლას მიესალმა.

„კლივლენდის“ ლეგენდის ტრანსფერს შვედი ფეხბურთელი Instagram-ში თავის გვერდზე გამოეხმაურა. „ახლა ლოს ანჯელესში არიან ღმერთიც და მეფეც. ზლატანი მოგესალმება“, – დაწერა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ლებრონ ჯეიმსი „ლეიკერსს“ ოთხწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა .

მსგავსი