იბრაჰიმოვიჩი - ახლა გასაგებია, რომ მესი „ოქროს ბურთისთვის“ პერესს ებრძოდა და არა რონალდოს
იბრაჰიმოვიჩი - ახლა გასაგებია, რომ მესი „ოქროს ბურთისთვის“ პერესს ებრძოდა და არა რონალდოს

ლოს-ანჟელეს“ გალაქსის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ოქროს ბურთის“ თაობაზე გაიხუმრა. ამ წელს ეს ტიტული „რეალის“ მოთამაშე ლუკა მოდრიჩს გადაეცა, წინა ათი წლის განმავლობაში ზედიზედ ამ ჯილდოს გადასცემდნენ ან მესის, ან კიდევ რონალდოს. ეს უკანასკნელი მიმდინარე ზაფხულში „რეალიდან“ „იუვენტუსში“ გადავიდა.

„ – ახლა უკვე გასაგებია, რომ ლეონელ მესი, „ოქროს ბურთისთვის“ ბოლო წლები ფლორენტინო პერესს ეპაექრებოდა და არა რონალდოს,“ -ციტირებს Fox Sports იბრაჰიმოვიჩს და „რეალის“ პრეზიდენტის გავლენაზე მიანიშნებს.