იბრაჰიმოვიჩი 2020 წელს ვერ ითამაშებს
იბრაჰიმოვიჩი 2020 წელს ვერ ითამაშებს

„მილანის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დისკომფორტი იგრძნო გუნდთან ერთად შაბათის ვარჯიშის შემდეგ, – ამის შესახებ დაწერა Sky Sport Italia-მ.

შვედს სურდა უქმეებზე „სასუოლოს“ წინააღმდეგ თამაში, მაგრამ სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ იბრაჰიმოვიჩს კუნთის ძველი ტრავმის რეციდივი აქვს. ამის გამო, ის კიდევ ორ კვირას გამოტოვებს და 2020 წელს უკვე ვეღარ გავა მოედანზე.

ამ სეზონში იბრაჰიმოვიჩმა „მილანის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.