„იბერიისა“ და „ტორპედოს“ ლეგიონერები ეროვნულ ნაკრებებში მიიწვიეს #1TVSPORT

13:10, 07.10.2025

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოთამაშე თბილისის „იბერიასა“ და ქუთაისის “ტორპედოს“ ლეგიონერების ​სურინამის, კოტ დ’ივუარისა და გვინეა-ბისაუს ეროვნულ ნაკრებებში მიიწვიეს.

თბილისის „იბერიის“ პრესსამსახურის ცნობით, ნახევარმცველი დორასო კლასი სურინამის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში გვატემალისა და პანამის ნაკრებებს დაუპირისპირდება. არმელ ზოურის კი კი კოტ დ’ივუარის ნაკრებში უხმეს – ეს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სეიშელის კუნძულებისა და კენიის ეროვნულ ნაკრებებს შეხვდება.

გვინეა-ბისაუს ნაკრებში​ გამოიძახეს ქუთაისის „ტორპედოს“ მცველი ​სორი მანე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ოქტომბერში ორ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს.

მსგავსი