„იბერიის“ პრეზიდენტი – საფეხბურთო სამყარო ერთობით შევძლებთ, ამ კრიზისიდანაც გამოვიდეთ, როგორც ეს სანაკრებო დონეზე მოვახერხეთ #1TVSPORT

12:11, 14.03.2026

საქართველოს ჩემპიონის, „იბერიის“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა კომენტარი გააკეთა ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბების ხელმძღვანელობის შეხვედრაზე, რომლის მიზანიც ქართული ფეხბურთის განვითარების ახალი ოთხწლიანი სტრატეგიის შემუშავება იყო.

„გვახარებს ის ფაქტი, რომ ფეხბურთის ფედერაცია ქართული ფეხბურთის განვითარების ახალ ოთხწლიან სტრატეგიაზე უეფა-სთან ერთად უკვე მესამედ მუშაობს. პირველმა ორმა პროგრამამ სანაკრებო და ინფრასტრუქტურის მიმართულებით ძალიან კარგი შედეგები მოგვცა.

ახლა შევიტყვეთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის ახალი პროგრამით პრიორიტეტი კლუბების განვითარებაა. ბუნებრივია, ეს გულშემატკივრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, ფეხბურთი მათთვის არსებობს.

ამიტომ საფეხბურთო ოჯახის ყველა წევრი, კლუბების მფლობელები და ფედერაცია უნდა გავერთიანდეთ. მით უმეტეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა და მზაობა არსებობს, რათა კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ. ვფიქრობ, ერთობლივი ძალებით შევძლებთ, ამ კრიზისიდანაც გამოვიდეთ, როგორც ეს სანაკრებო დონეზე შევძელით“, – ამბობს ხეჩიკაშვილი.

მსგავსი