„იბერიის“ მეტოქე „ლევადიამ“ ბრაზილიელი თავდამსხმელი გაბრიელ ვენდელი დაიმატა #1TVSPORT
კონფერენს ლიგაზე „იბერიის“ მეტოქე „ლევადია“ 21 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელით, გაბრიელ ვენდელით გაძლიერდა – ამის შესახებ ინფორმაციას ესტონური კლუბი ავრცელებს.
ვენდელი ბოლოს უკრაინის პრემიერლიგაში, ჟიტომირის „პოლიესიეში“ თამაშობდა – ესტონეთის ჩემპიონის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ის გუნდის შეტევას გააძლიერებს.
2004 წელს დაბადებულმა გაბრიელ ვენდელმა საფეხბურთო კარიერა „პალმეირასის“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, სადაც სტაბილურად თამაშობდა. 2024 წლის თებერვალში იგი „პოლიესიეს“ 19-წლამდელთა გუნდს შეუერთდა, ივლისიდან ჯერ – სარეზერვო გუნდს, ბოლოს კი – მთავარს, სადაც ოთხ მატჩში მხოლოდ 121 წუთი ითამაშა.
23 ივლისს, კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი „ლევადიასა“ და საქართველოს ჩემპიონს, „იბერიას“ შორის „ალე კოკ არენაზე“ 20:30 საათზე დაიწყება.