„იბერიას“ ევროთასებზე მონაწილეობის გამო თამაშები გადაუდეს – საქართველოს ჩემპიონმა გუნდებს და ფედერაციას მადლობა გადაუხადა #1TVSPORT

00:17, 01.08.2026

ევროთასებზე შემორჩენილ ერთადერთ ქართულ კლუბს, თბილისის „იბერიას“ პირველ და რვა აგვისტოს დაგეგმილი საქართველოს თასისა და ეროვნული ლიგის მატჩები გადაუდეს.

ამის გამო „იბერიის“ ადმინისტრაციამ ქართულ გუნდებს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადაუხადა.

„საფეხბურთო კლუბი „იბერია 1999“ გულწრფელ მადლობას უხდის ყველა იმ კლუბსა და ორგანიზაციას, რომლებიც უეფა-ს საკლუბო ტურნირის მატჩების პერიოდში გვერდში დაგვიდგნენ. მადლობას ვუხდით საფეხბურთო კლუბ „მარგვეთი 2006-ს“, რომელმაც ჩვენი თხოვნა გაითვალისწინა და საქართველოს თასის შეხვედრა ზესტაფონიდან თბილისში გადმოიტანა.

მადლობას ვუხდით საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ 1-ელ აგვისტოს – სათასო მატჩის, ხოლო საფეხბურთო კლუბ გორის „დილას“ 8 აგვისტოს ეროვნული ლიგის შეხვედრის გადატანისთვის. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის“.

მსგავსი