„იბერიამ“ უკრაინული კლუბიდან გიორგი კუცია დაიმატა #1TVSPORT
„იბერიამ“ უკრაინული კლუბიდან გიორგი კუცია დაიმატა #1TVSPORT

გიორგი კუცია „იბერიაში“ ითამაშებს – Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს გუნდში დაუდასტურეს.

„იბერიამ“ 26 წლის ნახევარმცველი უკრაინული „ვერესიდან“ დაიმატა. გავრცელებული ცნობით, გიორგი კუცია თბილისური გუნდის შემადგენლობაში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს და „იბერია“ ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებას იტოვებს.

გიორგი კუცია „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია და პროფესიული კარიერაც ამ კლუბში 2016 წელს დაიწყო. მერე იყო გორის „დილა“, ჩრდილოეთმაკედონიურირაბოტნიჩკი“, „დინამო თბილისში“ დაბრუნება, ლატვიური „ლიეპაია“. 2024 წლის 6 ივლისს სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა რივნეს „ვერესთან“. მან მიმდინარე სეზონში გუნდში 15 შეხვედრა ჩაატარა, მეორე წრეში კი არ უთამაშია.

გიორგი იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელი. 19-წლამდელთა შემადგენლობაში 2017 წლის ივლისში საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ „იბერიამ“ უკვე დაიმატა პაატა ღუდუშაური, ირაკლი ბიძინაშვილი, ზვიად ნაჭყებია, ანდრია ბართიშვილი, ვახო ბედოშვილი, ლუკას კაფე, ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მოთამაშე ტერენს კონგოლო და ლუქსემბურგის ნაკრების მოქმედი უკანახაზელი ვაჰიდ სელიმოვიჩი.