„იბერიამ“ ტუნისის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT
„იბერიამ“ ტუნისის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონმა, თბილისის „იბერიამ“ ტუნისის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი გეით ვაჰაბი დაიმატა – ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.

2003 წლის 2 მაისს დაბადებული გეიტ ვაჰაბი ნახევარმცველია, რომელიც სამშობლოში „ესპერანსას“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და პროფესიული კარიერაც ამ კლუბში დაიწყო. პირველ გუნდში სადებიუტო თამაში 2022 წლის 9 მარტს ჩაატარა. 2023 წელს ტუნისის 20-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს და მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.

„„ესპერანსას“ ფეხბურთელს ევროპულ კლუბში იწვევენ“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა ტუნისულმა გამოცემა winwin-მა ინფორმაცია საქართველოს ჩემპიონის ახალწვეულზე.

„ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ესპერანსას“ ნახევარმცველმა, გეით ვაჰაბმა საქართველოს ჩემპიონ „იბერიასგან“ შეთავაზება მიიღო. 21 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

ვაჰაბს თავის გამოჩენის შანსი გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა, ტარეკ ტაბეტმა მისცა და მან ბრწყინვალედ ითამაშა აფრიკის ჩემპიონთა ლიგასა და აფრიკის ლიგის რამდენიმე მნიშვნელოვან მატჩში.

ვაჰაბი საყრდენი ნახევარმცველია, მაგრამ არგენტინაში 2023 წლის მაისში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტუნისის ახალგაზრდულ ნაკრებში ცენტრალური მცველის პოზიციაზე გაიბრწყინა“, – წერს ტუნისური გამოცემა.