„იბერიამ“ თორნიკე ახვლედიანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
„იბერიამ“ თორნიკე ახვლედიანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

თორნიკე ახვლედიანი „იბერიაში“ რჩება. 25 წლის თავდამსხმელმა კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა – ინფორმაციას საქართველოს ჩემპიონის პრესსამსახური ავრცელებს.

ახვლედიანი 2017 წელს „გაგრიდან“ ესპანეთში მიიწვიეს, სადაც ორი წელი „ლეგანესის“ 19-წლამდელების გუნდში თამაშობდა. საქართველოში დაბრუნებული ჯერ „ზესტაფონში“ ჩაირიცხა, შემდეგ კი „დინამო თბილისში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „სამტრედიასა“ და „თელავში“ ითამაშა, ხოლო 2024 წლის ზაფხულში „იბერიაში“ გადავიდა.

კახა ჩხეტიანის მწვრთნელობის დროს ახვლედიანი „ტორპედოს“ ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო, თუმცა, ტრავმების გამო ბევრი დრო გაუცდა, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და გუნდი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ „იბერიამ“, რომელმაც საქართველოს ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა, შემადგენლობის ბირთვის შენარჩუნება გადაწყვიტა და სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარებულ ლევან კორღალიძეს (2 წლით), ასევე მეკარე გიორგი მაკარიძეს (2+1 წლით) და ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მცველს, გიორგი ჯგერენაიას (1+1 წლით) კონტრაქტები გაუხანგრძლივა.