„იბერიამ“ ტირასპოლის „შერიფის“ მცველი დაიმატა #1TVSPORT
„იბერიამ“ ტირასპოლის „შერიფის“ მცველი დაიმატა #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე ტირასპოლის „შერიფიდან“ მცველი დაიმატა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

არმელ ზოჰური თბილისის „იბერიის“ ახალწვეული. 24 წლის კოტ დ’იუვარის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ბოლოს ტირასპოლის „შერიფში“ თამაშობდა, რომლის რიგებშიც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპის 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.“​

ზოჰურის ანგარიშზე „შერიფში“ 2 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.