„იბერიამ“ სეზონი „თელავთან“ მოგებით გახსნა #1TVSPORT
„იბერიამ“ სეზონი „თელავთან“ მოგებით გახსნა #1TVSPORT

თბილისის „იბერიამ“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო – საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „თელავს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

„მიხეილ მესხი არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში „თელავი“ მე-20 წუთზე კაცნაკლული დარჩა – ფირუზ გაბიტაშვილი ეუხეშა გიორგი ქობულაძეს, რომელმაც ტრავმის გამო საბოლოოდ მოედანი დატოვა, ხოლო მსაჯმა სტუმართა მოთამაშეს წითელი ბარათი აჩვენა.

„იბერიამ“ მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო, სურინამელი დორასო კლასის გადაცემით სეზონის პირველი გოლი 47-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილმა გაიტანა. ხოლო 75-ე წუთზე 19 წლის მცველმა გიორგი ტაბატაძემ ანგარიშზე სადებიუტო გოლი ჩაიწერა.

საბოლოოდ, შეხვედრა 2:0 დასრულდა და მოქმედმა ჩემპიონმა სეზონი პირველი 3 ქულით გახსნა.