„იბერიამ“ მწვრთნელთან და მეკარესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
„იბერიამ“ მწვრთნელთან და მეკარესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონმა „იბერიამ“ მთავარ მწვრთნელთან და მეკარესთან კონტრაქტები გაახანგრძლივა.

„იბერიასა“ და გამოცდილ მეკარე გიორგი მაკარიძეს შორის ახალი ხელშეკრულება დაიდო, რომელიც 2+1 სისტემით გაფორმდა. 34 წლის კარის დარაჯი თამაშობდა „დინამო თბილისში“, „ლე მანში“, „დოქსა კატოკოპიაში“, „ფეირენსეში“, „მორეირენსეში“, „რიო ავეში“, „ალმერიაში“, „მარიტიმოში“, „კოვილიაში“, „იბერიაში“ კი წელს ჩაირიცხა.

გიორგი მაკარიძე იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებების წევრი. 17 წლის ასაკში მაკარიძე ლევან ყენიასთან და ლევან მჭედლიძესთან ერთად საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მოთამაშე გახდა და მისი ფორმით 14 მატჩი ჩაატარა.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, „იბერიაში“ რჩება მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე – 44 წლის სპეციალისტთან, რომელმაც გუნდი მეორე საჩემპიონო ტიტულამდე მიიყვანა, კონტრაქტი 2 წლით გახანგრძლივდა.

საფეხბურთო კარიერის შემდეგ კორღალიძე „იბერიის“ აკადემიაში მუშამდა. შემდეგ „ლოკომოტივის“ მწვრთნელის ასისტენტი იყო (2018/19), სადაც მთავარ მწვრთნელად დააწინაურეს (2019/20). შემდეგ ორჯერ ჩაიბარა „იბერია“ (2020/21 – 2021/22).