„იბერიამ“ კონფერენს ლიგის მონაწილე დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
„იბერიამ“ კონფერენს ლიგის მონაწილე დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT

თბილისის „იბერიამ“ თურქულ შეკრებაზე დასკვნითი მატჩი მოლდოვის „პეტროკუბთან“ გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა გუნდთან, რომელმაც მიმდინარე სეზონში კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე გასვლა მოახერხა. იური ტაბატაძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი გიზი მამაგეიშვილმა გაიტანა.

ამ შეხვედრის შემდეგ თბილისელები სამშობლოში დაბრუნდებიან და ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩისთვის მოემზადებიან, რომელსაც 28 თებერვალს „თელავთან“ გამართავენ – შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.