„იბერიამ“ კოხრეიძესთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა - ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ჯერ „ტორპედოში“ არ გადასულა #1TVSPORT
„იბერიამ“ კოხრეიძესთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა - ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ჯერ „ტორპედოში“ არ გადასულა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, გიორგი კოხრეიძე „იბერიას“ დატოვებს, მაგრამ საქართველოს ჩემპიონი კლუბის ხელმძღვანელობა 26 წლის თავდამსხმელის ქუთაისის „ტორპედოში“ გადასვლას ჯერ არ ადასტურებს.

2023 წლის იანვარში კოხრეიძემ ხანგრძლივი ტრავმებისა და უთამაშებლობის შემდეგ ფრანგული  „გრენობლი“ დატოვა და ფორმის აღდგენის მიზნით „იბერიაში“ დაბრუნდა (სადაც პროფესიულ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები გადადგა) და 2024 წელს ეროვნული ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ფეხბურთელს „იბერიასთან“ კონტრაქტის ვადა ამოეწურა და სამწვრთნელო შტაბმა და ხემძღვანელობამ მისი გახანგრძლივება არ ისურვა – მიზეზი კლუბის საკადრო პოლიტიკაა, რომელიც ახალგაზრდა, მოტივირებული ფეხბურთელების დაწინაურებას ითვალისწინებს, გუნდის დატოვების მსურველებს კი ხელს არ უშლის.

საქართველოში დაბრუნებისას კოხრეიძე თბილისურ კლუბს შეუთანხმდა, რომ გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის შემთხვევაში, დაინტერესებული კლუბი „იბერიას“ კომპენსაციას გადაუხდიდა.

ფეხბურთელის „ტორპედოში“ გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას „იბერიაში“ არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება რამდენიმე კლუბთან მიმდინარეობს.