თბილისის „იბერიაში“ ინგლისელი ფეხურთელი ითამაშებს. „მიდლსბროს“ სარეზერვო გუნდის ცენტრალური მცველი აფონსო ლინდო გუნდის ვიცე-პრეზიენტმა, დავით ხეჩიკაშვილმა და მოთამაშის წარმომადგენელმა, გეგი კიკაბიძემ წარადგინეს.
დავით ხეჩიკაშვილი: „მოხარულები ვართ, რომ დავიმატეთ ფეხბურთელი, რომელსაც დიდი გამოცდელბა აქვს. იგი ანგოლის და ინგლისის მოქალაქეა. ვიმედოვნებთ, რომ გუნდს მიზნების მიღწევაში დაეხმარება“.
გეგი კიკაბიძე: „წარმატებები „იბერიას“ „ლევადიასთან“ შეხვედრაში. ეს ახალგაზრდული გუნდია და იმედია, აფონსო მიზნების შესრულებაში დაეხმარება, თავად კი კარიერას აიწყობს და ქართულ ფეხბურთს გამოადგება“.
აფონსო ლინდო: „14 წელი ვთამაშობდი „მიდლსბროს“ აკადემიაში. დადგა დრო, წავსულიყავი და გადავწყვიტე „იბერიაში“ თამაში, რადგან ეს საქართველოს საუკეთესო გუნდია. მწვრთნელები და გუნდელები კარგად დამხვდნენ, ადაპტაცია კარგად მიდის და დარწმუნებული ვარ, შედეგს გუნდიც მიაღწევს და ჩემს მიზნებსაც შევასრულებ.
„იბერია“ გამართული გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავს, სწრაფები, ტექნიკურები. ისიც კარგია, რომ გუნდს შეკრების დროს შევუერთდი. ახლა ჩემპიონატის ლიდერია და იმედია, სეზონსაც წარმატებით დავასრულებთ“.
აფონსო ლინდო პირველი ინგლისელი ლეგიონერია, რომელიც საქართველოს ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. ის სააგენტო Nomad Sports-ის დამფუძნებელის, გეგი კიკაბიძის ინიციატივით ჩამოვიდა და მისი ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
21 წლის ცენტრალური მცველი აფონსო ლინდო „მიდლსბროს“ აკადემიის აღზრდილია და ახალგაზრდულ პრემიერლიგაში 80-მდე მატჩი ჩაატარა. აფონსო წარმოშობით ანგოლიდანაა და საქართველოს ჩემპიონს, ეროვნული ლიგის გარდა, ევროტურნირზე მესამე წრეში გასვლის შემთხვევაში დაეხმარება.