„იბერიამ“ გაგრა დაამარცხა და წარუმატებელი სერია შეწყვიტა #1TVSPORT

22:20, 03.10.2025

თბილისის „იბერია“ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში „გაგრას“ ესტუმრა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა – 3:1.

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართული დაპირისპირების პირველ ტაიმში სამი გოლი გავიდა. ლუკა სილაგაძემ ანგარიში 26-ე წუთზე გახსნა. მართალია, დავით გოცირიძემ (30) ეფექტური თავური დარტყმით წონასწორობა მალე აღადგინა, მაგრამ ტაიმის ბოლომდე სილაგაძემ დუბლი შეასრულა და „იბერია“ დააწინაურა.

59-ე წუთზე თბილისელთა შესანიშნავი კომბინაცია დერეკ აგიაკვამ დააგვირგვინა, „იბერიას“ უპირატესობა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„იბერიამ“ 27 ტურის შემდეგ 56 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, „გაგრა“ (33) კი წაგების მიუხედავად, მე-6 პოზიციაზე დარჩა.

მსგავსი