„იბერიამ“ ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
თბილისის „იბერიამ“ გიორგი ჯგერენაიასთან თანამშრომლობა გაახანგრძლივა – ინფორმაციას საქართველოს ჩემპიონის პრესსამსახური ავრცელებს.
გიორგი ჯგერენაია „იბერიაში“, მინიმუმ, 2025 წლამდე დარჩება, თუმცა ახალი კონტრაქტი ოფციონის წესით (1+1) გაფორმდა, რომელიც კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ცენტრალურმა მცველმა 2024 წელს ეროვნულ ლიგაში 32 თამაში ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა, სეზონის ბოლოს კი ეროვნული ლიგის 2024 წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ჯგერენაია სეზონის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს, გამოკითხვაში ეროვნული ლიგის ათივე კლუბის მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები მონაწილეობდნენ.